ქრთამის აღების ფაქტზე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლევან მეტრეველი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

სამინისტროს, ცნობით, გამოძიებით დადგინდა,  რომ ბრალდებული დანაშაულებრივად გაურიგდა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმის დირექტორს და მას ქრთამის სახით გამოართვა 3 000 ლარის ოდენობის თანხა. სანაცვლოდ მეტრეველი აღნიშნული ფირმის დირექტორს დაპირდა, რომ შესაბამის დოკუმენტებში გაზრდიდა შესრულებული სამუშაოების მოცულობას,  ასევე, მწვანე თარგებიდან სტრუქტურა დარღვეული ნიადაგის ფენების მოშორებისა და ნოყიერი ფენებით ნიადაგის შევსების სამუშაოებს შესრულებულად ჩაიბარებდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ფაქტზე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.