ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ხელისუფლება შერჩევით სამართალს არ დაუშვებს

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ხელისუფლება შერჩევით სამართალს არ დაუშვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ფილიპ გორდონთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასეს და იმედი გამოთქვეს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი  ქართველი მაღალჩინოსნების დაკავების თემასაც შეეხო და როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება შერჩევით სამართალს არ დაუშვებს.

„ევროპაში ვიზიტის დროს,  მე დავარწმუნე ყველა, რომ პროცესი იქნება გამჭირვალე და ამავეს გპირდებით თქვენც.  ჩვენი ხელისუფლება შერჩევით სამართალს არ დაუშვებს“, - განაცხადა  ივანიშვილმა.