რამაზ საყვარელიძე: რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება, რაზეც ორიენტირებული იყო „ქართული ოცნება“, იწყება

რამაზ საყვარელიძე: რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება, რაზეც ორიენტირებული იყო „ქართული ოცნება“, იწყება

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე რუსეთის დუმის კომიტეტების ხელმძღვანელების  ალექსანდრე მიტროფანოვისა და რომან ხუდიაკოვის განცხადებებს, რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის და საპარლამენტო ურთიერთობების დაწყების შესახებ, დადებითად აფასებს.

მისი თქმით, პროცესი, როგორმე  რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია მოხდეს,რაზედაც ორიენტირებული იყო „ქართული ოცნება“, იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ საუბარი კი, ექსპერტის აზრით,  ჯერჯერობით  ნაადრევია, სანამ  არსებითი პრობლემები არ გადაიჭრება. 

„ძალიან კარგი, რომ ორივე მხარე გაგებით ეკითხება ამ საქმეს. რუსეთმაც დაინტერესება გამოიჩინა ამ პროცესის მიმართ და კიდევ უფრო კარგი ის არის, რომ არც რუსეთის და არც საქართველოს მხრიდან, ზედმეტი მოლოდინები და აჩქარება არ არის, პროცესი ნელა იწყება“,-აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რამაზ საყვარელიძის განმარტებით, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, განვაცხადოთ, რომ პროცესები გაყინული წერტილიდან დაიძრა.

„ ჯერჯერობით გაყინული წერტილიდან დაძვრის განზრახვა ჩანს. სანამ უფრო კონკრეტული მექანიზმები არ ამუშავდება და გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, მანამ ამაზე საუბარი შეუძლებელია, თუმცა აქამდე საერთოდ ურთიერთობებზე საუბარიც  შეუძლებელი იყო“,-აცხადებს ექსპერტი.