იულია ტიმოშენკო: მიზანი, რისთვისაც შიშილობა დავიწყე, მიღწეულია

იულია ტიმოშენკო: მიზანი, რისთვისაც შიშილობა დავიწყე, მიღწეულია

უკრაინის ყოფილმა-ექსპრემიერმა იულია ტიმოშენკომ შიმშილობა შეწყვიტა. ტიმოშენკომ საპატიმროდან წერილი გამოგზავნა, სადაც აცხადებს, რომ მისი მიზანი უკვე მიღწეულია.

„ვხედავ, რომ მიზეზი, რის გამოც შიმშილობა დავიწყე, მიღწეულია. უკვე აღარავინ აღარ მიიღებს  უმაღლეს რადას, როგორც ლეგიტიმურ და დემოკრატიულად არჩეულ ორგანოს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ შიმშილობის მე-18 დღეს შევწყვიტო შიმშილობა და გავაგრძელო ბრძოლა იანუკოვიჩის კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ ყველა სხვა საშუალებით“,-ნათქვამია ექსპრემიერის მიერ გამოგზავნილ წერილში. 

უკრაინის ექსპრემიერმა, რომელიც საპატიმროში იხდის სასჯელს, საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიცირების წინააღმდეგ,  29 ოქტომბერს შიმშილობა დაიწყო.