ლუდი არასდროს ყოფილა მაღალი საზოგადოების ელიტარული სასმელი, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ბოსტონის ლუდსახარში კომპანიის, ჯიმ კოხის მეშვიდე თაობის საიუბილეო, ექსკლუზიურ გამოშვებაზე, რომელიც ლუდი Utopias-ს 10 წლის იუბილეს მიეძღვნა.
„ლუდს ისეთივე ღირსებები და კეთილშობილება გააჩნია, როგორიც ღვინოს, მაგრამ ჯეროვანი პატივისცემით არ სარგებლობს, რადგან თავად ლუდის მწარმოებლები არ მიაგებენ მას პატივს. ლუდი ბაზარს ძირითადად იუმორითა და ნახევრად შიშველი ქალებით იპყრობს" - ამბობს კოხი, რომელმაც გასულ წელს, ლუდისა და შამპანურის ჰიბრიდი გამოუშვა. ამ სასმელით სავსებით შესაძლებელია შეავსოთ ბოკალი და ახალი წლის სადღეგრძელო შესვათ. მას, შამპანურის მსგავსად, ფოლგით შეფუთული თავსახური აქვს. სასმელი ოქროსფერია, შუშხუნა და მშრალი. მასში ალკოჰოლის შემცველობა თითქმის ორჯერ აღემატება სტანდარტული ლუდისა და ზოგიერთი ღვინის სიმაგრეს. "მე შევქმენი სასმელი, რომელიც შუალედურია შამპანურს, კარგ სადესერტო ღვინოსა და ლუდ Noble Pils-ს შორის", აცხადებს ჯიმ კოხი.
ხოლო რაც შეეხება საიუბილეო ექსკლუზიურ ლუდს, ამ სერიის ექსკლუზიურობაზე, ყველაზე მეტად მისი ბოთლის დიზაინი მეტყველებს. ის ძველებურად გადმოპირქვავებული თასის ფორმისაა, თუმცა მისი ოქროსფერი ხაზები, პრიალა, შავ-თეთრი ფერით შეიცვალა, ხოლო ბოთლს მოოქროვილი ლოგო ამშვენებს, თავად ჯიმ კოხის წარწერით, - „Utopias 10th anniversary“
ბოთლის გარეგნული ფუფუნების დაჩრდილვა, თავისუფლად შეუძლია თავად ჩამოსხმული ლუდის შემადგენლობას. საიუბილეო შავი ლუდი Utopias 29% სპირტს შეიცავს, ამიტომ ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სასმელია. მისი შექმნისთვის გამოყენებულია 4 სხვადასხავა სახის ხორბალი, რომელიც დაძველებულია ხის კასრებში, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში კონიაკისა და ვისკისთვის გამოიყენებოდა. ეს ყველაფერი ლუდს განსაკუთრებულ გემოსა და არომატს ანიჭებს.
გაყიდვაში Utopias-ს სულ 20 000 ბოთლი გავა. თითოეულში 0,7 ლიტრი ლუდით. ერთი ეგზემპლარის საბაზრო ღირებულება 190 დოლარია.
მაშინ, როდესაც ლუდის მწარმოებელთა უმრავლესობა ბაზარზე საკუთარი პროდუქციის წამოსაწევად სულელურ ხუმრობებს იყენებს, კოხს იმედი აქვს, რომ მისი კომპანია კლიენტებს სასმელის გემოთი და არომატით მიიზიდავს. "მე მჯერა, რომ ქალებსაც და მამაკაცებსაც მოსწონთ სასმელები შესანიშნავი გემოთი" - ამბობს ჯიმ კოხი.