რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა კალიმა-ინგუშეთის ხაზი გადკეტა, საიდანაც ძალიან დიდი რაოდენობით ოქრო, სწორედ ჩრდილოეთ კავკასიელი ბოევიკებისთვის მიდიოდა. ამ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
რუსმა სამართალდამცავებმა ჯგუფის წევრები დააპატიმრეს, რომლებიც მაგადანის ოლქში იპარავდნენ ან ართმევდნენ ოქროს მწარმოებლებს ძვირფას მეტალს და ინგუშეთში აგზავნიდნენ. დაკავებულია მაგადანის მცხოვრები, რომელსაც სამართალდამცავებმა 17 კილოგრამი ოქრო აღმოუჩინეს და რომლსი გადაგზავნასაც ის კავკასიაში ცდილობდა.