ფილიპ გორდონი: აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას

ფილიპ გორდონი: აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას

აშშ საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას ყურადღებით ადევნებს თვალს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები იდგმება.

„სააკაშვილმა სცნო არჩევნების შედეგები. აღიარა დამარცხება და ხელი შეუწყო ძალაუფლების დემოკრატიულ გადაცემას. ჩვენ ასევე პოზიტიური ნიშნები დავინახეთ პრემიერის განცხადებაში, რომელმაც თქვა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას არ აპირებს და სტოვებს პრეზიდენტს მომავალი ერთი წლის განმავლობაში. ამ ეტაპზე ნათელია, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები არიან და ეს პოზიტიურია. ვფიქრობ, ორივე მხარეს გულში ჰყავს საქართველო" - განაცხადა ფილიპ გორდონმა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის თანამშრომლობის საკითხში ბოლო დროინდელი დაკავებები პრობლემად არ იქცეს.

„მინდა ორივე მხარემ ითანამშრომლოს, თუ საქართველოს სურს დასავლეთისკენ გზა გაიკაფოს. ამის გაკეთება აუცილებელია" - აღნიშნა მან.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია.