ბიძინა ივანიშვილისა და ფილიპ გორდონის შეხვედრა დასრულდა

ბიძინა ივანიშვილისა და ფილიპ გორდონის შეხვედრა დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ გორდონს შეხვდა. გორდონთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დღეს,  უკვე  საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა.