ვანო ჩხარტიშვილის პრეს-მდივანი ინა გუდავაძის განცხადებას ეხმიანება

ვანო ჩხარტიშვილის პრეს-მდივანი ინა გუდავაძის განცხადებას ეხმიანება

პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას იმისათვის, რომ  ორი კერძო სუბიექტის ბიზნეს-დავა საზოგადოების ზედმეტი ყურადღების საგანი გახდა. თუმცა, აქვე აღვნიშვათ, რომ სასამართლო დავის წამოწყება და ამის შესახებ მედიის ინფორმირების ინიციატივა, თავის დროზე, სწორედ ქალბატონ ინასგან წამოვიდა. გვინდა ვირწმუნოთ ქალბატონი ინას  გუშინდელი განცხადების, რომ მას და მის ოჯახს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ანონიმური და იაფფასიანი ვიდეოპასკვილის „იმედზე“ შექმნასთან და სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერით ამ სიცრუის ტირაჟირებასთან. კარგია, რომ ქალბატონი ინა გაემიჯნა ამ ბინძურ კამპანიას.

მივმართავთ ქალბატონ ინას შემდგომშიც დარჩეს ბიზნეს-დავების ცივილიზებული  მოგვარების ჩარჩოებში.  სხვათაშორის, ჩვენ იმთავითვე მზად ვიყავით  და დღესაც მზად ვართ ეს დავა და გაუგებრობები მოლაპარაკების მაგიდასთან გადავჭრათ, თუ არა, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც საერთაშორისო, ისე ქართული დამოუკიდებელი სასამართლო  მიუკერძოებლად და ობიექტურად დაადგენს სიმართლეს.

 გიორგი გიორგაძე

ვანო ჩხარტიშვილის პრეს-მდივანი