კახა კალაძე  თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

კახა კალაძე თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

 ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ტანერ ილდიზს შეხვდა.

მინისტრმა თურქ კოლეგასთან შეხვედრა  თურქეთში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას, ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მინისტრებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ენერგეტიკული ურთიერთობები განიხილეს.                                 

„ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას, საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით,  გარდა ამისა, კახა კალაძემ მონაწილეობა მიიღო ენერგო-ეკონომიკურ სამიტში და თურქული კომპანიების Limak Kolin-ი,  SANKO,  ÇALIK HOLDİNG-ი და Eksim-ი წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.