თეა წულუკიანი: უნდა მოვახერხოთ თანაარსებობა,  სანამ  ხალხი  სააკაშვილს არ გადაირჩევს

თეა წულუკიანი: უნდა მოვახერხოთ თანაარსებობა, სანამ ხალხი სააკაშვილს არ გადაირჩევს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან  თანაარსებობა  საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა მოახერხონ.

„ჩვენ ერთად უნდა მოვახერხოთ თანაარსებობა მანამდე,  სანამ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს არ გადაირჩევს. მანამდე უნდა მოვახერხოთ ერთ პოლიტიკურ სივრცეში თანაარსებობა. თუმცა ეს გამორიცხავს იმას, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაული, ამჟამად მიმდინარე, თუ მომავალში ვინმეს მიერ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი დარჩეს“, - განაცხადა წულუკიანმა.