შსს-ს ინფორმაციით, შსს-ის გენინსპექციის უფროსი თენგიზ გუნავა იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების მოხმარება-შეძენა-შენახვის გამოა დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს.
რაც შეეხება გავრცელებულ ცნობას შეიარაღებული ძალების სერჟანტის ალექსანდრე გორგაძის დაკავებასთან დაკავშირებით, როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.
ცნობისთვის, თენგიზ გუნავას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა, შემდეგ კი, იგი გენერალური ინსპექციის უფროსად დანიშნეს.
სწორედ გუნავას გვარი ფიგურირებდა ირაკლი ალასანიას მიერ მოპოვებულ უკანონოდ შეიარაღებული ფორმირებებების წევრთა სიაში, რომელიც ალასანიამ უშიშროების საბჭოს გადასცა.