Reuters-ის ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან წამოსულმა რაკეტებმა თელ-ავივი დაბომბეს.დაბომბვამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჰამასის წევრების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი საშუალო დამიზნების რაკეტებს რამდენიმე წუთში ისრაელისკენ მიმართავდნენ. თუმცა ჰამასის წევრებმა ძირითად სამიზნედ ქსენეთი დაასახელეს, აფეთქების ხმა თელ-ავივში გაისმა. რაკეტები М-75 პალესტინაშია დამზადებული.
თელ-ავივის პარალელურად, ჰამასის წევრებმა მცირე დამიზნების რაკეტებით ქალაქი ბერ-შევა დაბომბეს, სადაც 16 რაკეტა ჩამოაგდეს.
საინფორმაციო საშუალებებით დაჭრილების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.