ინტერნეტსივრცეში ქეით მილდტონის მორიგი სკანდალური ფოტო გამოჩნდა

ინტერნეტსივრცეში ქეით მილდტონის მორიგი სკანდალური ფოტო გამოჩნდა

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელებს პრინცესა ქეითი ძალიან უყვართ, მასზე ჭორაობასა და მისი წარსული ცხოვრებიდან სკანდალური ფაქტების ჩხრეკას მაინც არ ეშვებიან.

ამჯერად სკანდალი უჩვეულო და საკმაოდ პროვოკაციული ფოტოების ირგვლივ აგორდა, რომელიც ინტერნეტში ცოტა ხნის წინ, გავრცელდა. ფოტოებზე ქეითი, ერთ-ერთ, სტუდენტურ წვეულებაზეა გადაღებული. მას ჩვილი ბავშვივით აცვია და სახე სულ მოთხუპნილი აქვს. ეს იყო წმინდა ენდრიუს სახელობის უნივერსიტეტის პირველკურსელთა ტრადიციული საღამო, წვეულება სადაც  „აკადემიური მშობლებისგან“ თავდაღწეული პირველკურსელები დროს შესანიშნავად ატარებდნენ.

„2001 წელს ქეითი ამ უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და ის იძულებულიც კი იყო ამ ხმაურიან წვეულებაზე წასულიყო“. „ ასეთ წვეულებებზე სტუდენტები ძალიან ბევრ ალკოჰოლს იღებენ, „არასასურველი“ თამაშებით ერთობიან და ბევრ სისულელეს სჩადიან, როგორც ჩანს, პრინცესა ამ ყველაფრის აქტიური მონაწილე იყო“- წერენ პრესაში.

თავად სამეფო ოჯახი, ამ ფაქტთან დაკავშირებით კომეტარს არ აკეთებს.