მარგველაშვილი: რეფორმების კომისიის დოკუმენტის განხილვაში ფართო საზოგადოება და სამეცნიერო სივრცე  ჩაერთვება

მარგველაშვილი: რეფორმების კომისიის დოკუმენტის განხილვაში ფართო საზოგადოება და სამეცნიერო სივრცე ჩაერთვება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,  სხვადასხვა სისტემურ ღონისძიებებთან დაკავშირებით,  განათლების სამინისტროს ლიმიტირებული რესურსები აქვს.

„ამ ლიმიტირებულ რესურსებთან მიმართებაში, გამოსაყოფი ორი რამაა: პირველი ეს დაფინანსებაა,  რომლის მიმართულებაც  ნათლად ვაჩვენეთ და  ორჯერ უფრო მეტ ფულს ვდებთ და  მეორე,   სისტემის შიგნით, იმ ძირითადი ევროპული ღირებულებების  დაცვაა,  რომლის  ნაწილიც,  ჩვენ ვართ.  ეს  ბოლონიის პროცესის ძირითადი ღირებულებებია, რომლის დაცვა  აკადემიური თავისუფლებაა, როგორც უმაღლესების, უმაღლესებში მყოფი  პროფესურის, ლექტორებისა და სტუდენტებისთვის.

ჩვენ ასევე რეფორმების კომისიის ის დოკუმენტი გვაქვს,  რომელსაც  გია  დვალი ხელმძღვანელობს. ეს  ძალიან საინტერესო დოკუმენტია,  რომელშიც ძალიან საინტერესოდაა გააზრებული ის ძირითადი ამოსავალი პრინციპები, რომლებზეც ევროპული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემაა ორიენტირებული.  ჩვენ,  ქართველ საზოგადოებასთან  ამ დოკუმენტის განხილვას დავიწყებთ.   არა მხოლოდ იმ კონკრეტულ ხალხთან,  რომლებიც უნივერსიტეტებში მოღვაწეობენ,  არამედ ფართოდ საზოგადოებასთან და სამეცნიერო სივრცესთან“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

მინისტრის თქმით, ამ დისკუსიებში ყველა ქართული აკადემიური სფეროს წარმომადგენელი ჩაერთვება და აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ, უმაღლეს განათლებასთან მიმართებაში, სისტემური ცვლილებების დაკანონების შემუშავება  მოხდება.