მზად  ვარ  სწავლის გადასახადის ზღვარის აწევა ან დაწევასთან დაკავშირებით მოსაზრებებ  მოვისმინო

მზად ვარ სწავლის გადასახადის ზღვარის აწევა ან დაწევასთან დაკავშირებით მოსაზრებებ მოვისმინო

სახელმწიფოს სწავლის გადასახადის გაზრდის არცერთი მექანიზმი არ აქვს- ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ერთადერთი მექანიზმი , რაც სახელმწიფოს ფასებთან მიმართებაში გააჩნია, სახელმწიფო სასწავლებლებისათვის ზედა ზღვარის განსაზღვრის შესაძლებლობაა.

"გადასახადის ზედა ზღვარის განსაზღვრის თემა არ გულისხმობს გადასახადის გაზრდას. ზედა ზღვრის გადახედვის საკითხი ცალკე არ განხილულა, თუმცა მზაობა არსებობს. მე მზად ვარ ამ საკითხზე ვისაუბრო საზოგადოებასთან და მიმაჩნია, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი უნდა იყოს. გადასახადის გაზრდა არ არის სახელმწიფოს პრეროგატივა . ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მაგალითად ვთქვათ, რომ ზღვარი იქნება 100 მილიონი. აქამდე გაზრდიან თუ ვერა უნივერსიტეტები, ეს სხვა თემაა. დღეს ეს ზღვარი დაწესებულია 100% -იან დაფინანსებაზე. მე მზად ვარ მოვისმინო რექტორების, მეცნიერების, სტუდენტების მოსაზრებები ამ ზღვარის აწევასთან, ან დაწევასთან დაკავშირებით" - განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ გაიზრდება თუ არა სწავლის გადასახადი, ამ კითხვით კონკრეტული უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს უნდა მიმართონ.

ამასთან , როგორც აღნიშნა, სახელმწიფომ უკვე მოახერხა და სტუდენტების დაფინანსება 2 -ჯერ გაზარდა.

"მე მიხარია, რომ ჩვენ მოვახერხეთ ორჯერ მეტი რესურსის მობილიზაცია იმ მიმართულებით, რომ ეს მეტი ფული მიეცეთ სტუდენტებს და მათ მეტი ფული წაიღონ უმაღლესში რაც იმედია საბოლოოდ გავლენას იქონიებს, როგორც მოსწავლეთა ხელმისაწვდომობაზე უმაღლეს განათლებაზე, ასევე უმაღლესი განათლების ხარისხზე. გამომდინარე იქედან, რომ მეტი რესურსი წავა უმაღლესებში" - განაცხადა მარგველაშვილმა.