ეგვიპტის პრემიერმინისტრი ღაზას სექტორში ჩავიდა

ეგვიპტის პრემიერმინისტრი ღაზას სექტორში ჩავიდა

ეგვიპტის პრემიერმინისტრი ხიშმარ კანდილი ღაზის სექტორს  „სოლიდარობის ვიზიტით“ ეწვია.

კანდილის განმარტებით, ეს არის „ისრაელის მიერ პროვოცირებული აგრესია“, რომელიც აუცილებლად უნდა შეჩერდეს.

ისრაელის მხარემ პირობა  დადო, რომ იმ რამდენიმე საათის განმავლობაში, სანამ პრემიერმინისტრი ღაზას სექტორში იქნება, ცეცხლს შეწყვეტს.

ისრაელსა და ჰამასის მებრძოლებს შორის ორმხრივი სარაკეტო სროლები ოთხშაბათიდან, მას შემდეგ გრძელდება, რაც ისრაელის მხარის მიერ  ჰამასის ერთ-ერთი ფრთის ლიდერი აჰმედ ჯაბარი იქნა მოკლული.