"მის მსოფლიო 1994“, ბოლივუდის ვარსკვლავი და ინდოელების საყვარელი მსახიობი აიშვარია რაი მშობიარობის შემდეგ ფორმაში მხოლოდ ახლა ჩადგა. იმ დროს, როდესაც მირანდა კერი, ჟიზელ ბიუნდჰენი, ბიონსე, ჯესიკა ალბა და სხვა ლამაზმანები ფორმაში მოსვლას მშობიარობიდან 2-3 თვეში ახერხებენ, აიშვარიას ამისთვის ერთი წელი დასჭრდა. მსახიობმა 2011 წლის ნოემბერში იმშობიარა, წონაში საგრძნობლად მოიმატა და ყვითელ პრესაში მისი ტიტული ულამაზესი ქალბატონიდან, „მსუქან დედად“ იქცა. აიშვარია ხშირად ხდებოდა ქილიკის საგანი, თუმცა თავად მსახიობს ეს ფაქტი დიდად არ ადარდებდა და პუბლიკაში გამოჩენასაც არ ერიდებოდა.
ბოლივუდელი ლამაზმანი აიშვარია რაი, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის კავალერი გახდა. მსახიობს საპატიო ჯილდო ინდურ კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისა და ფრანგ და ინდოელ რეჟისორებს შორის კინემატოგრაფიული კავშირების გაღრმავებისთვის გადაეცა. 39 წლის აიშვარია აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის სექტემბერში გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა და მას შემდეგ მუშაობს, სხვადასხვა, პროექტებზე, რომლებიც ბავშვებს აივ ინფექციისგან იცავს.
დაჯილდოების ცერემონიალზე აიშვარია შესანიშნავად გამოიყურებოდა. ეს ფაქტი ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ, მსახიობი ფორმაში ჩადგა, საგრძნობლად გახდა და ჩვეულ პარამეტრებს დაუბრუნდა. ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ამისთვის ბევრი არ უწვალია, მისი დიეტა ბევრი სითხის მიღებაში მდგომარეობს. „სასურველია ეს სუფთა, უგაზო წყალი იყოს“- ამბობს ბოლივუდელი ლამაზმანი და ყოფილი „მსუქანი დედა."