შვეციის პოლიცია ქართველ და რუს კრიმინალებს აკავებს

შვეციის პოლიცია ქართველ და რუს კრიმინალებს აკავებს

შვეციის პოლიციის ინფორმაციით, დასავლეთ შვეციის   სამართალდამცავებმა  ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების ბრალდებით ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების შვიდი მოქლაქე დააკავეს.

 დასავლეთ სანაპიროს ბოხუსლენის პროვინციის რამდენიმე კემპინგში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ბინიდან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებანი, იარაღი, პასპორტები და სავარაუდოდ, ნაქურდალი საქონელი.

„სამ კოტეჯის ტიპის სახლში ჩვენ კონკრეტულ დამნაშავეებს ვეძებდით, რომლებსაც ქართველ და რუს დამნაშავეებთან აქვთ კონტაქტი“,-განაცხადა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელმა თომას ფუქსბორგმა „შვეციის რადიოს“ ეთერში.