აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც საქართველოში დემოკრატიული განვითარებისთვის კეთდება.
„მოხარული ვარ, რომ რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში, თუმცა მაინც ხდება დემოკრატიული ტრანსფორმაცია საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას“, - განაცხადა გორდონმა.