საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, კობა დავითაშვილის შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური დევნის ეპოქა დასრულდა.
როგორც from.ge -ს დავითაშვილმა განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავება და მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალი - გზავნილია ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ახორციელებდა, დღესაც ახორციელებს და მომავალში დააპირებს პოლიტიკური დევნის განხორციელებას .
მისი თქმით, შსს-ს მაღალჩინოსნების საქმე ნამდვილად ეხება პოლიტიკურ დევნას თავად იმ პირების მხრიდან ვინც დააკავეს.
"ეს ადამიანები ხელისუფლების დავალებით პოლიტიკური ოპონენტების დევნას ახორციელებდნენ და ამისთვის მოსყიდვას, შანტაჟს, უკანონო ფარულ ჩანაწერებს იყენებდნენ. ეს პოლიტიკური დევნის მთელი მანქანა იყო", - დასძინა მან.