სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, დავით ჭაკუა საქართველოში არ იმყოფება. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დავით ჭაკუას მიმართ მიმდინარეობს გამოძიება და დეტალები საზოგადოებისთვის მომავალში გახდება ცნობილი.
მთავარმა პროკურატურამ ჭაკუას წინააღმდეგ სამართლებლივი დევნა რამდენიმე ხნის წინ დაიწყო. ჭაკუა მონაწილეობდა ზვიად აბესაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდში, როდესაც მას შეურაცხყოფა მიაყენეს და თავისუფლება აღუკვეთეს.