შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგად ახალი ეპიზოდი გამოვლინდა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
მან დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი ეპიზოდის შესახებ ცნობილი დღეს ან ხვალ დილით გახდება.