დაკავებულ საჯარო მოხელეებს ბრალი დღეს წარედგინებათ. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გარდა ბესიკ სურმავას შანტაჟისა, დაკავებულ პირთა ჩვენებიდან ირკვევა სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტიც.
„კერძოდ, კუდ-ის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი ყავლაშვილის მიერ მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მიღებული ჰქონდა დავალება ბიძინა ივანიშვილთან და „ქართი ჯგუფთან“ დაკავშირებული ყველა ფირმის მიერ შემოტანილი ტვირთების შესახებ ეცნობებინა კუდ-ის ხელმძღვანელობისათვის. ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ კუდ-ის მუშაკები უშუალოდ ახდნენდენ საქართველოს საბაჟოს საზღვარზე გარკვეული ტვირთების გაჩერებას და ელექტროტექნიკის მწყობრიდან გამოყვანას. რათა მათი შემდგომი გამოყენება შეუძლებელი გამხდარიყო“ - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, საჯარო მოხელეებისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, ბრალდების მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მათთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.
ამასთან, კბილაშვილის განცხადებით, პროკურატურა დაკავებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების ნაწილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს და ნაწილის მიმართ კი გირაოს.
რაც შეეხება ამ დანაშაულებებში მონაწილე სხვა ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობის საკითხს, მთავარი პროკურორის თქმით, გრძელდება გამოძიება და ამის შესახებ საზოგადოება უახლოეს ხანში