ლას-ვეგასში, უნიკალური ჰოლივუდური პროექტი დაიწყო, რომელიც რამდენიმე "„ოსკაროსან" მსახიობს აერთიანებს. ამერიკული კინემატოგრაფის ლეგენდები - მაიკლ დუგლასი, რობერტ დე ნირო, მორგან ფრიმენი და კევინ კლაინი ჯონ ტერტელტაუბის კომედიაში „"უკანასკნელი წვეულება ვეგასში" ერთად ითამაშებენ.
გარდა ჩამოთვლილი ვარსკვლავებისა, ფილმში ასევე მონაწილეობენ „"ოსკაროსანი" მერი სტინბერგენი, ჯერი ფერარა, რომანი მალკო და როჯერ ბარტი.
გადაღებები ლას-ვეგასში, ნევადას, ატლანტასა და ჯორჯიის შტატში გაიმართება. სათამაშო ბიზნესის დედაქალაქში, გადაღებების ადგილად სასტუმრო ARIA Resort & Casino შეირჩა.
ფილმის სცენარის ავტორი დენ ფოგელმანია. სიუჟეტი ტრადიციულია და მასში საუბარია ოთხ მეგობარის თავგადასავალზე, რომლებიც ვეგასში ერთადერთი უცოლო მეგობრის წინასაქორწილო წვეულების მოსაწყობად მიემგზავრებიან.
ფილმის მსოფლიო პრემიერა, 2013 წლის 20 დეკემბერს შედგება.