იაპონიის პრემიერმა ესიხიკო ნოდამ იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატა კარსმომდგარი არჩევნების გამო დაითხოვა. საპარლამენტო არჩევნები იაპონიაში 16 დეკემბერს ჩატარდება.ეს გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამ ოპოზიციის ზეწოლის შედეგად მიიღო. გადაწყვეტილებას ხელი მთავრობის კაბინეტის ყველა წევრმა მოაწერა.
იაპონიაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად, არ არის გამორიცხული ხელისუფლებაშიკონსერვატორები დაბრუნდნენ, რადგან მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მათ უჭერს მხარს. კონსერვატორთა ლიდერი სინძო აბე „"მკაცრი ხაზის" პოლიტიკოსია და ჩინეთთან მკაცრი ზომების გატარებას მოითხოვს. იაპონელებს კი მმართველი დემოკრატიული პარტია აღარ მოსწონთ და მთავრობას ეკონომიკის რეფორმების ჩავარდნაში ადანაშაულებენ.