ამერიკის შტატ ტეხასის ქალაქ მიდლენდში სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და 17 მძიმედ დაშავდა.
სამგზავრო მატარებელი ამერიკელი ვეტერანების ჯგუფს შეეჯახა, რომლებიც მეუღლეებთან ერთად სადღესასწაული ბანკეტზე მიემგზავრებოდნენ.
ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის პიტერ ნადსონის განმარტებით, დაშავებული 17 ვეტერანიდან 10 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, სამართალდამცავები კი კატასტროფის მიზეზების გამოძიებას უკვე შეუდგნენ.
„ მე ხუთგზის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვარ, მაგრამ ის რაც აქ ვნახე, უფრო უარესია, ვიდრე ნაღმზე აფეთქება“,-აცხადებს ერთ-ერთი ვეტერანი მაიკლ მორისი.
კომპანია Union Pacific-ის, რომელსაც ეს სამგზავრო მატარებელი მიეკუთვნებოდა, პრესმდივნის ტომ ლენჟის განცხადებით, კომპანია დეტალურად შეისწავლის ტრაგედიის მიზეზებს.