დღეს, 21 ნოემბერს თბილისში რუსული კინოს მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება და 26 ნოემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე რუსული კინოს 30-მდე მხატვრული, დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმები. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში აღინიშნება პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის წარმოებიდან 100 წლის იუბილე. ფესტივალს ცნობილი რუსი კინორეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები და კრიტიკოსები დაესწრებიან, მათ შორის: ალექსანდრე ბალაბანოვი, ანდრეი პროშკინი, ვადიმ აბდრაშიტოვი, პაველ კოსტომაროვი, რომან პრიგუნოვი, ვასილ სიგარევი, მიხალკოვა, ანა ტროიანოვა, კირილ პირაგოვი და ა.შ.
ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია ალექსეი ბალაბანოვის ფილმების რეტროსპექტივა. კინოფესტივალს 25 ნოემბერს რეჟისორ ავდოტია სმირნოვას ტრაგიკომედია ,,კო-კო-კო’’ დახურავს, რომელიც ორ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ქალზე მოგვითხრობს.
რუსული კინოს საერთაშორისო ფესტივალს წარმოადგენს "ხელოვნებისა და კულტურათშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი" და საპროდიუსერო ცენტრი ,,კინოპროცესი’’.
ფესტივალის ფარგლებში შედგება სოფიკო ჭიაურელის სახელობის პრიზის გადაცემა, რომელიც ტრადიციისამებრ კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გაიცემა.
ფესტივალის პრეზიდენტია ელდარ რიაზანოვი.