დღეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსკოვს ეწვევა. დღის პირველ ნახევარში ანგელა მერკელის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება, საღამოს კი ისინი მონაწილეობას რუსულ-გერმანულ ბიზნეს შეხვედრაში "„პეტერბურგის ფორუმში" მიიღებენ მონაწილეობას.
მართალია, ფორუმს "„პეტერბურგის" სახელი ჰქვია, თუმცა ამჯერად ის მოსკოვში გაიმართება. ჯერჯერობით არც ის არის ცნობილი, დატოვებს თუ არა პუტინი ნოვო-ოგარევოს რეზიდენციას, საიდანაც ის ბოლო პერიოდის განმავლობაში მართავს ქვეყანას, თუ ფორუმის მონაწილენი მას რეზიდენციაში ეწვევიან.
ექსპერტთა განმარტებით, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, რუსულ-გერმანული უმაღლესი რანგის ასეთი შეხვედრა არასდროს ჩატარებულა ისეთ არამეგობრულ ატმოსფეროში, როგორც ახლა.