გიგი  უგულავა 2 დღიანი  ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა

გიგი უგულავა 2 დღიანი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა

თბილისის მერის გიგი უგულავას მიერ,  ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.  სოციალურ ქსელებში ეს  თემა საკმაოდ ინტენსიურად განიხილებოდა. უგულავას ქვეყნის დატოვების ძირითად მიზეზად,  შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების, შს მინისტრის მოადგილისა და ამჟამად, დედაქალაქის მერის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის დაკავებას უკავშირებდნენ.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დედაქალაქიის მერიის პრესსამსახურმა განცხადება გააკეთა.

პრესსამსახურის  ინფორმაციით, თბილისის მერი,  გიგი უგულავა ოფიციალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა.

მათივე  ცნობით, უგულავა იტალიაში გუშინ გაემგზავრა და მისი ვიზიტი 2-დღიანია.

ამ დროისთვის არ კონკრეტდება,  თუ რას უკავშირდება მისი ვიზიტი და ვისთან გამართავს მერი შეხვედრებს.

როგორც მერიაში აცხადებენ,  აღნიშნული ინფორმაცია მედიისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.