სააკაშვილი: ახალი მთავრობის მიმართ, გამოთქმული კრიტიკის ეს დონე  არ მესიამოვნა

სააკაშვილი: ახალი მთავრობის მიმართ, გამოთქმული კრიტიკის ეს დონე არ მესიამოვნა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კარნეგის ცენტრში სიტყვით გამოვიდა.

მიხეილ სააკაშვილმა იმ პროგრესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ქვეყანამ „ვარდების რევოლუციის“  შემდეგ მიაღწია.

ქვეყნის პირველი პირი არჩევნების შემდგომ პერიოდსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდა, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა გაითავისოს.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და მოხდება ვიზის გამარტივება.

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტიც შეფასდა.

„მე საპარლამენტო ასამბლეაზე ერთი თვის წინ ვიყავი მოწვეული, ეს ორი ვიზიტის კომბინაცია უნდა ყოფილიყო. როცა პრემიერი თანამდებობაზე დაინიშნა, მან თავისი კუთვნილი მიწვევა მიიღო იმავე ინსტიტუტებისგან. ასე, რომ ვფიქრობ, ყველას მოეთხოვება კოორდინაცია, მათ შორის ამ ინსტიტუტებსაც. მე მოხარული ვარ, რომ ისინი აქ იმყოფებიან, რადგან მათთვის ეს შემეცნებითი პროცესია და ბევრ ახალ ინფორმაციას იღებენ. ერთია, როცა დაქირავებულ ლობისტებთან გიწევს ურთიერთობა და მეორე - როცა ჩამოდიხარ და ხვდები რეალურ ადამიანებს, რეალურ ინსტიტუტებს, ლიდერებს და განიხილავ რეალურ საკითხებს. მე არ მესიამოვნა კრიტიკის ისეთი დონე, რაც მათ მიმართ იყო გამოთქმული. ეს პირველი ვიზიტის კვალობაზე ძალიან მაღალია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.