„თავისუფალი საქართველო“  მერიას  ავტობუსის მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებული  პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს

„თავისუფალი საქართველო“ მერიას ავტობუსის მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს

პარტია „თავისუფალი საქართველო“  თბილისში  ავტობუსის მძღოლების გაფიცვას ეხმიანება და დედაქალაქის მერიას  პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ მძღოლების მოთხოვნები მეტწილად სამართლიანია.

„წლების მანძილზე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს არ ჰქონდათ მუშაობის ელემენტარული პირობები, რამაც ისინი იძულებული გახადა პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართათ, რისი გაგრძელებაც, ბუნებრივია, არ შედის არც მძღოლების და არც ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებში“,- ნათქვამია პარტიის მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, გაფიცვით შექმნილი პრობლემები ყველაზე მძიმედ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე და სტუდენტებზე აისახება, რადგან ავტობუსი ყველაზე იაფი გადაადგილების საშუალებაა თბილისში.

 „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს თბილისის მერიას, დაუყოვნებლივ იზრუნოს ამ პრობლემების მოგვარებაზე, რათა, ერთის მხრივ გაუმჯობესდეს მძღოლების სამუშაო პირობები და ამავდროულად აღმოიფხვრას მოსახლეობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები,  რაც ყველაზე მძიმედ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე და სტუდენტებზე აისახება, ვინაიდან ავტობუსი ყველაზე იაფი გადაადგილების საშუალებაა თბილისში“, - ნათქვამია პარტიის მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.