ცნობილი ფრანგი მსახიობი და მოდელი ლეტიცია კასტა, ამჯერად H&M -ის თეთრეულის ახალი კოლექციაზე იზრუნებს. ლანა დელ რეის შემდეგ ის, ამ ბრენდის ოფიციალური სარეკლამო სახე გახდა და ახალი ხაზის საცვლების კოლექციაც წარმოადგინა. სარეკლამო ფოტოები უკვე გავრცელდა. რაც შეეხება, ვიდეო რეკლამას H&M -ის წარმომადგენლების განცხადებით, საზოგადოება მას ნოემბრის ბოლოს იხილავს. ამ დროისთვის გავა გაყიდვაში თეთრეულის ახალი კოლექციაც, რომელიც მოიცავს, შავ და ვერცხლისფერში გადაწყვეტილ, სადღესასწაულო კომპლექტებს.