სტანისლავ ლაკობა: ზაქარეიშვილის წინადადება რკინიგზასთან დაკავშირებით, მიუღებელია

სტანისლავ ლაკობა: ზაქარეიშვილის წინადადება რკინიგზასთან დაკავშირებით, მიუღებელია

აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სტანისლავ ლაკობას განცხადებით, აფხაზეთს საქართველოს მხრიდან რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, ოფიციალური წინადადება  არ მიუღია. ამ განცხადებას ლაკობამ სომხურ პრესასთან აკეთებს.

„სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ ჩვენ პრესიდან  გავიგეთ, ოფიციალურად არავის მოუმართავს ჩვენთვის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ზაქარეიშვილის განცხადებებში წინააღმდეგობებს, რთულია გაიგო თბილისის რეალური მიზნების შესახებ“,-აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივანი.

ლაკობას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით, ოფიციალური თბილისი აფხაზურ მხარეს მიმართავს, ეს მათთვის მაინც მიუღებელი აღმოჩნდება.

„სამწუხაროს, ამ წინადადებას თავისი პოლიტიკური სარჩული გააჩნია-დევნილების დაბრუნება, თუმცა მათ, ვისაც დაბრუნება სურდა, უკვე დაბრუნდა. ეს წინადადება საერთოდ არ გულისხმობს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, თუმცა დაძაბულობის ესკალაცია შეიძლება გამოიწვიოს“,-აცხადებს ლაკობა.