პროტესტის მესამე დღე - თბილისში ავტობუსების მძღოლები გაფიცვას განაგრძობენ

პროტესტის მესამე დღე - თბილისში ავტობუსების მძღოლები გაფიცვას განაგრძობენ

მესამე დღეა თბილისში ყვითელი ავტობუსების მძღოლები გაფიცვას განაგრძობენ.  შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიების მიზნით, დღეს მძღოლთა ნაწილი საკრებულოშია მიწვეული, სადაც დეპუტატებთან შეხვედრას გამართავენ.

თბილისში ყვითელი ავტობუსის მძღოლები 8 ნოემბერს გაიფიცნენ. გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს.

მძღოლებს 16-პუნქტიანი მოთხოვნები აქვთ შემუშავებული, რომლის დაკმაყოფილებასაც მოითხოვენ. კერძოდ, მძღოლები დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ძირითადად, შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას ითხოვენ.

თბილისში არ მუშაობს არც ერთი ავტობუსი და მოქალაქეები ძირითადად, მიკროავტობუსებით გადაადგილდებიან.