ოპოზიციური ფრაქციები დედაქალაქის პარალიზების თავიდან ასაცილებლად, მერიას ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

ოპოზიციური ფრაქციები დედაქალაქის პარალიზების თავიდან ასაცილებლად, მერიას ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები თბილისის მერიას დედაქალაქის პარალიზების თავიდან ასაცილებლად, ზომების დროულად მიღებისკენ მოუწოდებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.

ფრაქცია „თავისუფლების" თავმჯდომარის ირაკლის შიხიაშვილის თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ მერიის გულგრილმა დამოკიდებულებამ ავტობუსების მძღოლების მიმართ თბილისის ყველა სატრანსპორტო საშუალების გაფიცვის საფრთხე შექმნას.

„დედაქალაქის ხელმძღვანელობა ავტობუსის გაფიცულ მძღოლებთან ერთხელაც არ მისულა. ქალაქის მერს ამ ხალხთან მისასვლელი პირი არ აქვს, ის გაურბის მათთან შეხვედრას, მას კონტაქტის უფლება წაერთვა" - განაცხადა შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის მერმა გიგი უგულავამ უნდა შეწყვიტოს „ნაციონალური მოძრაობის" სახელით ქალაქგარეთ სიარული, რადგან ის არა „ნაციონალური მოძრაობის", არამედ დედაქალაქის მერია".

ამასთან, ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ჯაბა სამუშიას განცხადებით, მერიამ რეალური დიალოგი კი არ დაიწყო გაფიცულთა პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ დემაგოგიას მიმართა.

საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებს" წევრის გიორგი მუსხელიშვილის ინფორმაციით, მძღოლების ნაწილი თბილისის მერის, გიგი უგულავასა და სატრანსპორტო ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ.