Euronews -ის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სირია 11 000 -მა ადამიანმა დატოვა. აქედან 9000 თურქეთში გადავიდა, დანარჩენმა იორდანიასა და ლიბანს მიაშურა.
ეს კადრები სირია-თურქეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ ჯეილანპირანშია გადაღებული. ადამიანები რამდენიმე ასეულ მეტრს ღია სივრცეში გარბიან, შემდეგ კი მავთულხლართებიან ღობეებს ახტებიან ან ძვრებიან, რათა შეძლონ ქვეყნის დატოვება. ასადის სასაზღვრო დაცვის ჯარისკაცები მათ ღია ცეცხლს პირდაპირ უხსნიან.
გაეროს რეგიონალური მართვის სამმართველოს უმაღლესი კომისრის პანას მუმცისის განცხადებით, დევილთა რიცხვმა სირიიდან რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
" იმ დევნილთა რიცხვი, რომელთაც ქვეყანა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დატოვეს, ძალიან მაღალია. ეს მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია", -აცხადებს უმაღლესი კომისარი.
უკანასკნელი მონაცემებით, სირია კონფლიქტის დაწყებიდან 408 000 -მა ადამიანმა დატოვა.