სკანდალური პოპ-პრინცესა ბრიტნი სპირსი თაყვანისმცემლებს სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს. მომღერალმა გადაწყვიტა წიგნი დაწეროს, რომელსაც მემუარების სახით გამოსცემს და მასში საკუთარ განვლილ ცხოვრებაზე, რთულ კარიერულ გზასა და პირად ურთიერთობებზე მოყვება.
„ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება ყოველთვის სკანდალებითა და მოულოდნელობებით იყო სავსე. ძალიან ბევრი ისეთი დეტალია, რომელიც არავინ იცის. ამ წიგნში მე ჩემს წარმატებასა და წარუმატებლობაზე, გამარჯვებასა და პირად ცხოვრებაზე გიამბობთ,“-ამბობს მომღერალი.
ბრიტნი სპირსის ავტობიოგრაფიულ წიგნს ცნობილი კომპანია It Books-ი გამოუშვებს. ჯერ უცნობია ეყოლება, თუ არა წიგნს თანაავტორი. ასევე უცნობია წიგნის გამოსვლის თარიღიც.