ქარიშხალ „სენდიდან“ 10 დღის შემდეგ, ნიუ-იორკში ცნობილმა თავისუფლების ქანდაკებამ ჩირაღდანი ისევ აანთო.
თავისუფლების ქანდაკება, რომელიც ძალიან პოპულარულია მეგაპოლისის სტუმრებს შორის, ნიუ-იორკის ერთ-ერთ კუნძულზე დგას. როგორც ამერიკელები ამბობენ, სწორედ ის ხვდება პირველი ამერიკაში ოკეანიდან მოსულ სტუმრებს, ის ხვდებოდა პირველ ევროპელ ემიგრანტებს.
ოქტომბრის თვეში ქალაქის მთავრობამ ქანდაკების რესტავრაცია დაიწყო და სწორედ ქარიშხლის წინა დღეს მოხდა მისი საზეიმო გახსნა,ქანდაკებაზე ასასვლელ კიბეს რამდენიმე საფეხური დაემატა, გარემონტდა ლიფტიც.
ნიუ-იორკელებს იმედი აქვთ, რომ ამჯერად თავისუფლების ქანდაკებაზე ჩირაღდანი დიდი ხანი აღარ ჩაქრება.