შაბათს, 10 ნოემბერს, 16:00 საათზე, ქალაქ რუსთავში სასწავლო ცენტრ „კრეატივში“ გაიმართება პროექტის „საყოველთაო სამოქალაქო ავტობუსი“ დახურვა და შემაჯამებელი გამოფენა. გამოფენილი იქნება პროექტის განმავლობაში გადაღებული ფოტოები, ბავშვების მიერ შესრულებული ნახატები და წერილები.
"Joint Civic Bus" ანუ „საყოველთაო სამოქალაქო ავტობუსი“ საინიციატივო ჯგუფის პროექტია და ,,Joint Civic Education Country Program’’-ის ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამა საერთაშორისო მასშტაბისაა და მისი პარტნიორები და დონორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
პროექტი "Joint Civic Bus" რეგიონებში ვიზიტების გზით ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებზე და სამოქალაქო განათლების საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებას მოიცავდა. ვიზიტები ორდღიანი იყო და მის ფარგლებში ბენეფიციართათვის პირველ დღეს იმართებოდა საინფორმაციო პრეზენტაციები საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების შესახებ, სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები მონაწილეებისთვის, საღამოს - კინო-ჩვენება პატარებისა და მოზრდილებისთვის. მეორე დღე ეთმობოდა პრეზენტაციებს ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ტარდებოდა ტრენინგი აქტიურ მოქალაქეობაზე და იმართებოდა შემეცნებითი, სპორტული და გასართობი აქტივობები.
პროექტი განხორციელა "Joint Civic Education Country Program" მონაწილე 8 მოხალისე ახალგაზრდამ.