ბაჩო ახალაიას მიმართ პატიმრობის შეფარდება დღეს, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება

ბაჩო ახალაიას მიმართ პატიმრობის შეფარდება დღეს, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატები ბაჩო ახალაიას მიმართ, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ახალაიას ადვოკატის დავით დეკანოიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოსგან აღკვეთ ღონისძიებად გირაოს ან თავდებობის გამოყენებას მოითხოვენ.

"პროკურატურის არგუმენტები, რომლის საფუძველზეც ახალაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, უსაფუძვლოდ მიგვაჩნია. 48 -საათიანი ვადა გვაქვს იმისთვის, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივროთ და აღკევთ ღონისძიებად ისევ გირაოს ან თავდებობის გამოყენება მოვითხოვოთ. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში სარჩელს ალბათ, დღეს შევიტანთ", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძესა და მეოთხე ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავას, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 -20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.