ამერიკის ხელმეორედარჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველად გამოვიდა ვაშინგტონში და კონგრესს მიმართა. ობამამ კონგრესის ორივე ლიდერებს მოუწოდა შეთანხმებისკენ, რათა ე.წ „საბიუჯეტო რღვევა“ არ მოხდეს, რომელიც ქვეყანაში ახალ რეცესიებს გამოიწვევს.
„მე არ ვაპირებ ჩემი გეგმის ყოველი პუნქტის ბოლომდე დაცვას. მე მზად ვარ კომპრომისისთვის, მე მზად ვარ ახალი იდეებისთვის. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავექცე საბიუჯეტო რღვევას. მიუხედავად ყველაფრისა, მე არ დავეთანხმები სწრაფ და შეუთანხმებელ მიდგომებს“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.
იანვრამდე დემოკრატებს და რესპუბლიკელებს მოუწევთ სახელმწიფო ვალების შემცირებაზე, საგადასახადო შეღავათებსა და სახელმწიფო ვალის მორიგი გაზრდის თაობაზე შეთანხმება.