გაერთიანებული შტაბის უფროსმა გიგი კალანდაძემ გლდანის ციხის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.
კალანდაძის ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განცხადებით, შტაბის უფროსმა საპყრობილე 20 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ გამთენიისას დატოვა.
გიორგი კალანდაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს თანხის გადახდა გუშინ შეეფარდა.
მას ბრალი წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის შესაბამისად წაუყენეს, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს.
კალანდაძე თავდაცვის სამინისტროში 7 ნოემბერს გამთენიისას დააკავეს.