დოხაში მიმდინარე კონფერენციაზე სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელმძღვანელი აირჩიეს-ეს გახლავთ ყოფილი დისიდენტი და ქრისტიანი ჯორჯ საბრა.
სირიის ნაციონალური საბჭოს ახლადარჩეულმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ორგანიზაციის წევრები არ ანიჭებენ უპირატესობას რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობას. საბრას განცხადებით, სირიელი აჯანყებულები იარაღს საჭიროებენ, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს ასადის რეჟიმის დამხობა.
დოხაში მიმდინარე კონფერენცია არაბული სახელმწიფოების ლიგის ეგიდით მიმდინარეობს, ხოლო „სირიის მეგობარი“ ქვეყნების მიერ ის იქნება აღიარებული, როგორც სირიის სახელმწიფოს კანონიერი მთავრობა.