ნინა ხატისკაცი ნინია კაკაბაძეს მოუწოდებს ახსნას - რატომ იქნება ნაკლებად კარგი ომბუსდმენი

ნინა ხატისკაცი ნინია კაკაბაძეს მოუწოდებს ახსნას - რატომ იქნება ნაკლებად კარგი ომბუსდმენი

ომბუდსმენობის კანდიდატი, ნინა ხატისკაცი აცხადებს, რომ მასთან დაკავშირებით, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ბლოგში რამდენიმე სახის უზუსტობას ჰქონდა ადგილი.

როგორც ჟურნალისტებს ხატისკაცმა განუცხადა, ზოგადად ბლოგებთან დაკავშირებით, მას საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რადგან ადამიანებს უფლება აქვთ თავისი პოზიცია გამოხატონ.

„თუმცა, მის მოკლე ბლოგში ხუთი სახის უზუსტობას თუ არასწორს ინფორმაციას ჰქონდა ადგილი. მან თქვა, რომ მე ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მაგრამ  როცა ამგვარ განცხადებას აკეთებენ, მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს, რადგან ეს ტყუილია. ასევე მან თქვა, რომ ადამიანის უფლებების თემებზე არ მიმუშავია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე თქვა, რომ ჩემი მეუღლე შტაბის ხელმძღვანელია,  რაც სიმართლე არ არის. იყო რამდენიმე სხვა თემა, რომელიც სიმართლე არ იყო და ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. არგუმენტირებულ პოზიციას ველოდები -  რატომ ვიქნები ნაკლებად კარგი ომბუდსმენი?“, - განაცხადა ხატისკაცმა.