საპარლამენტო უმრავლესობა კომიტეტის შემადგენლობის რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ კომიტეტებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უმრავლესობით აღარ არიან. კერძოდ, ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებლი მაჟორიტარების“ ფორმირებამ და კომიტეტებში მისთვის ერთი ადგილის გამოყოფის აუცილებლობამ, კომიტეტებში უმრავლესობის რაოდენობის შემცირება გამოიწვია.
საკითხთან დაკავშირებით, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საკითხი მომავალ კვირას დაამტკიცონ.
რეგლამენტით თანახმად, კომიტეტის შემადგენლობა ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობით განისაზღვრება.