ეკონომიკური ურთიერთობისა და განვითარების ორგანიზაციის განცხადებით, რომელშიც მსოფლიოს 34 წამყვანი ქვეყნის წარმომადგენელი შედის, მსოფლიო ეკონომიკური ბალანსი უახლოესი 50 წლის განმავლობაში კარდინალურად შეიცვლება.
ორგანიზაციის დასკვნით, ჩინეთი ამერიკას უკვე 2016 წელს დაეწევა, 50 წლის შემდეგ კი ჩინეთი და ინდოეთი მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები გახდებიან.
ამავე დასკვნების თანახმად, მსოფლიო ეკონომიკის განვითრებაში, განვითარებადი ქვეყნების წილი საკმაოდ მაღალი იქნება, ხოლო მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებშიც კი ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 4-ჯერ გაიზრდება.