ირანი ამერიკას საინტერსო წინადადებას სთავაზობს

ირანი ამერიკას საინტერსო წინადადებას სთავაზობს

ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმედინეჯადის განცხადებით, ირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემები, ამერიკა-ირანის შეხვედრაზე უნდა განიხილონ. ეს განცხადება ირანის პირველმა პირმა კუნძლ მალიზე დემოკრატიის საკითხებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ გვჯერა ხალხებს და მთავრობებს შორის მეგობრული ურთიერთობების, ირანი მიესალმება ნებისმიერ ურთიერთობას, რომელსაც საფუძვლად სამართლიანობა და ორმხრივი ურთიერთობა დაედება“,-განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ამერიკა, ისრაელი და ევროპა ირანს  ატომური იარაღის შექმნაში ადანაშაულებენ. ამერიკა ექვსეულთან-რუსეთთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, ჩინეთთან და გერმანიასთან ერთად აწარმოებს მოლაპარაკებებს ატომური იარაღის შექმნის პროგრამის შეწყვეტის შესახებ.

აჰმედინეჯადის განცხადებით, ასევე აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება, ვინ და რატომ გაწყვიტა 33 წლის წინ, ქვეყანაში ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ,  ურთიერთობა ირანთან.

ამერიკასა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1980 წლის 7 აპრილის შემდეგ შეწყვეტილია.