არლინგტონის ამერიკის პოლიტიკური ჟურნალისტიკის ორგანიზაციის -Politico-ს ვარაუდით, 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატები დემოკრატების მხრიდან ჰილარი კლინტონი, ხოლო რესპუბლიკელთა მხრიდან ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი, ჯებ ბუშ-უმცროსი, ჯორჯ ბუშის ძმა იქნებიან.
ამერიკის ყოფილმა პირველმა ლედიმ ჰილარი კლინტონმა, რომელმაც პრაიმერში ბარაკ ობამასთან წააგო, ბოლო 4 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოლიტიკური რეიტინგი.
რაც შეეხება ჯებ ბუშ-უმცროსს, მასზე მისი წარმომავლობა, საკმაოდ დიდი საარჩევნო თანხების მობილიზების შესაძლებლობების უნარი და ეთნიკურ მექსიკელებს შორის დიდი პოპულარობა მეტყველებს.
Politico-ს ვარაუდით,კლინტონი-ბუშის წყვილი ჯერჯერობით, მხოლოდ ჰიპოთეტური ვარაუდია, რადგან არ არის ცნობილი მოინდომებს თუ არა კლინტონი ძალების მოსინჯვას საპრეზიდენტო არჩევნებში ან შეაშინებს თუ არა ჯებ-ს „წინაპართა აჩრდილები“. „თუმცა, ადამიანებს ბრენდები უყვართ“,-აღნიშნავენ ექსპერტები.