საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პოლიტიკური ავანტიურა და პროვოკაცია, რომელიც ჩაფიქრებული იყო ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ალასანიას და თეა წულუკიანის მიერ, შეჩერებულია.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიას, ზურაბ შამათავასა და გიორგი კალანდაძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო შამათავასა და კალანდაძესთან მიმართებაში.
„რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, ამ ორი თვის მანძილზე ვეცდებით, მაქსიმალურად ბევრი მტკიცებულება მოაგროვოს დაცვის მხარემ, რათა არსებით განხილვაზე წარვადგინოთ" - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ბაჩო ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.
თავდაცვისა და ყოფილი შს მინისტრი ბაჩო ახალია, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავას უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 7 ნოემბერს დააკავეს.